"კურსის შემდეგ დავიწყე მუშაობა Lambda Games-ში Junior Front-End დეველოპერის პოზიციაზე.'' - სოსო სოსიაშვილის წარმატების ისტორია
სოსო სოსიაშვილმა სმარტ აკადემიაში Front-End Development-ის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
"ჩემი მიზანი იყო შემესწავლა Front-End Development-ის საფუძვლები და მიმეღო მცირე და საშუალო პროექტების კეთებაში გამოცდილება. ასევე მიმეღო ის ცოდნა, რაც დამეხმარებოდა ამ მიმართულებით დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში."
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე HTML, CSS და JavaScript ტექნოლოგიების გამოყენება. განვივითარე დროის მენეჯმენტის, პრობლემის კრეატიულად გადაჭრის და ანალიტიკურად აზროვნების უნარი, რაც საჭიროა ამ სფეროში თვითგანვითარებისა და მოცულობით დიდ და რთულ პროექტებზე მუშაობისათვის.
ლექტორების შესახებ
ლექტორები, გარდა იმისა, რომ თავის საქმეში მაღალკვალიფიციურები არიან, სწავლების პროცესის ყველა ეტაპზეც ჩართულები იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება სტუდენტების მოტივაციის ამაღლების, პრობლემის გადაჭრაში დახმარების და ენთუზიაზმით გაზიარების მიმართ.
კურსის დასრულების შემდეგ
დავიწყე მუშაობა Lambda Games-ში Junior Front-End დველოპერის პოზიციაზე.
პროფესია - Front-End დეველოპერი
პროგრამირების და მათ შორის, ვებ დეველოპმენტის სფერო მუდმივად ვითარდება და იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ არსებობს სივრცე ახალი უნარების შესაძენად. ეს პროფესია გამოწვევებთანაა დაკავშირებული, მცირე შეცდომის გამოსწორებიდან, აპლიკაციის სრულად აწყობამდე ყველა ეტაპი პრობლემების კრეატიულად გადაჭრას მოითხოვს.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა, რომ ნულიდან დამეწყო და ჩემთვის ახალი პროფესიის საფუძვლები შემესწავლა. კურსის დაწყებამდე არ ვიცოდი კონკრეტულად რა განხრა მაინტერესებდა, სწავლის პროცესი კი დამეხმარა ამ მიმართულების განსაზღვრაში. სმარტ აკადემია ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც მოკლე დროში უნდა ახალი პროფესიის დაუფლება. ძალიან მომწონს აკადემიისა და ლექტორების დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ. კურსის განმავლობაში, ისინი მუდამ ჩართულები იყვნენ სწავლის პროცესში და დასრულების შემდეგაც ხელს უწყობენ სტუდენტებს კარიერულ განვითარებაში. კურსების სილაბუსები კარგადაა შედგენილი და ყოველკვირეული დავალებები სტუდენტების ჩართულობას ზრდის სწავლის პროცესში.
გაიგე მეტი Front-End Development კურსის შესახებ.